სიახლეები

სამშვილდე 2019. პროექტის განვითარება

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია გეგმიურად აგრძელებს არქეოლოგიური კვლევებს სამშვილდის ნაქალაქარზე.

მიმდინარე წელს ექსპედიციაში ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ შირაზის უნივერსიტეტის (ირანი) არქეოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებიც.  

ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს უნივერისტეტის პროფესორი, არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი. შირაზის უნივერსიტეტის ჯგუფს მეთვალყურეობას უწევს პროფესორი ალირეზა ასკარი ჩავერდი. აღსანიშნავია, რომ ალირეზა ასკარი ჩავერდი მე-10 წელია ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ გათხრებს პერსეპოლისში.

ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს უნივერსიტეტსა და სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი ქართველი სტუდენტები მიწვეულ არიან ირანში პერსეპოლისისა და ფირუზაბადის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობისათვის.

აღნიშნული თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს უნივერისტეტისა და არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ხელშეწყობით.