საზაფხულო სკოლა

სამშვილდის საზაფხულო სკოლა არქეოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის - 2024

სამშვილდის საზაფხულო სკოლა 2024

საზაფხულო სკოლა არქეოლოგიისა და ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისა და მოხალისეებისათვის

პროგრამაში ჩართვის მსურველთა სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური.

 

სამშვილდის საზაფხულო სკოლა წარმოადგენს  ინტენსიურ კურსს არქეოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სამშვილდის ციტადელის არქეოლოგიურ გათხრებში და ასევე, სამშვილდის სიონის სიახლოვეს მდებარე სამაროვანის კვლევებში. აღნიშნული კურსი პროგრამის მონაწილეებს განუვითარებს პროფესიონალი არქეოლოგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს და შესძენს სათანადო ცოდნას.

გარდა ამისა, პროგრამის კიდევ ერთ, მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ  მონაწილეებს მიეცეთ საბაზისო ცოდნა ოსტეოლოგიასა და ბიოარქეოლოგიაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სფეროებში ცოდნის დაგროვების საუკეთესო გზა სწორედ პრაქტიკულ-საველე სამუშაოებში მონაწილეობის მიღებაა.

   კურსი მოიცავს:

1)  საველე სამუშაოებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ზოგად-არქეოლოგიური გათხრების მეთოდოლოგია, მოპოვებული ინფორმაციის დოკუმენტირება და მცირე მონაპოვარის ინვენტარიზაცია. 

2) მცირე მონაპოვარის კამერალურ სამუშაოებს. მონაწილეები უშუალოდ იქნებიან ჩართული მცირე მონაპოვარის გარეცხვა/გაწმენდით პროცესში, აღწერა-განსაზღვრასა და გრაფიკულ აღდგენით სამუშაოებში. ასევე, ლითონის ნივთების, მონეტების, ანთროპოლოგიური ნაშთებისა და ცხოველთა ოსტეოლოგიური ნარჩენების კლასიფიკაცია დოკუმენტირებაში.

3) სემინარებს. კურსის განმავლობაში გაიმართება სემინარები, რომლებიც დაკავშირებული იქნება სამშვილდის არქეოლოგიური კომპლექსის კვლევებთან, საქართველოს არქეოლოგიასთან და ბიოარქეოლოგიის საფუძვლებთან (კონკრეტული თემები წარმოდგენილი იქნება სკოლის მუშაოების პროცესში).

 

   კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:

· არქეოლოგიური კონტექსტების გათხრების გამოცდილება

· არქეოლოგიური დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის ჩაწერის ცოდნა

· არტეფაქტების კონსერვაციის საბაზისო ცოდნა

· საველე ფოტოგადაღების პრაქტიკული ცოდნა

· არტეფაქტების ჩახატვის უნარი

· საბაზისო ცოდნა ფიზიკურ ანთროპოლოგიაში

განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მარტის ბოლოსთვის

 

 წინასწარული გამოცდილება სამშვილდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის საჭირო არ არის. თუმცა, საჭიროა, რომ მონაწილეებს გააჩნდეთ გუნდურად მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ასევე, ინდივიდუალური ხედვა და კრიტიკული აზროვნება. იმის გამო, რომ ქართულთან ერთად საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური, საჭიროა ამ ენის  მინიმუმ B2  დონეზე ფლობა.

   ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მონაწილე პოზიტიურად იყოს განწყობილი ჯგუფის სხვა წევრების  მიმართ, ჰქონდეს სურვილი გაიღრმავოს ცოდნა აღნიშნულ დარგებში და ამავე დროს, მაქსიმალურად შეიტანოს წვლილი საზაფხულო სკოლის წარმატებით ფუნქციონირებაში. 

საზაფხულო სკოლის საფასური - ინფორმაცია განახლდება მარტის ბოლოს