სიახლეები

Yococu-2019. ,,მწვანე კონსერვაცია და მწვანე მენეჯმენტი კულტურული მემკვიდრეობისათვის''

 

     Yococu-2019-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20-24 მაისს სამშვილდის სამეცნიერო ბაზა უმასპინძლებს ვორქშოპს ,,მწვანე კონსერვაცია და მწვანე მენეჯმენტი კულტურული მემკვიდრეობისათვის''. ვორქშოპი განსაზღვრულია არქეოლოგიის, კონსერვაციის, რესტავრაციის სფეროში ჩართული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის. პროექტი ხორციელდება Yococu-International-ის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იტალიის საელჩოს ხელშეწყობით. 

     ამავე პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის მაისში თბილისსა და სამშვილდეში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, კვლევის შედეგები და პროექტები. 

http://www.yococu.com/

http://iac.ug.edu.ge/ge/project/14