სიახლეები
სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია
სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 26 დეკემებერს, საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. დასაწყისი 16:00.
წარმოდგენილ იქნება:
- არქეოლოგიური კვლევის შედეგები
- ანთროპოლოგიუირ კვლევის შედეგები
- ნუმიზმატიკური კვლევის შედეგები
- ლითონის ნივთების კონსერვაციის შედეგები
- კერამიკული მონაპოვარის რესტავრაციის შედეგები
- ქვის ნამზადი იარაღის კვლევის შედეგები
ასევე, წარმოდგენილ იქნება არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მიერ, 2018 წლის ოქტომბერში შესრულებული კაზრეთის ორთვალა მღვიმის სადაზვერვო-არქეოლოგიური კვლევის შედეგები