სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშვილდეში

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევა

ჩვენს შესახებ

სამშვილდე კავკასიის ერთერთი უძველესი ნაქალაქარია. მისი მრავალსაუკუნოვანი წარსულის შესახებ წყაროები ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდიან, მათ შორის ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ გადადიოდა იგი სხვადასხვა დამპყრობელის ხელში, ვიდრე 1110 წელს დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ არ გაანთავისუფლა და ერთიანი საქართველოს სამეფოს ფარგლებში არ მოაქცია. სამშვილდის ხანგრძლივი ისტორია თვალნათლივ არის ასახული მიწის ზედაპირზე შემორჩენილ ისტორიულ ძეგლებსა თუ მიწის ქვეშ განფენილ არქეოლოგიური შრეებში. სწორედ ამ შრეებიდან მომდინარეობს სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური არტეფაქტები, მათ შორის კერამიკული ნაწარმი, ლითონის ნაკეთობები, მინის, ქვის, ძვლის ნივთები და არქიტექტურული დეტალები.

მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი და საინტერესო წარსულისა, სამშვილდის გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევები უკანასკნელ ხანებამდე არ ჩატარებულა. ვითარება შეიცვალა 2012 წელს, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო მრავალწლიანი პროექტი, რაც ნაქალაქარის არქეოლოგიურ და ინტერდისციპლინურ კვლევებს ითვალისწინებს.

დღეისათვის ამ კვლევებში პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული როგორც ქართული, ისე უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტები და ასპირანტები. გარდა ამისა, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია მიესალმება და მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც დაინტერესებულია სამშვილდის წარსულით, აწყმოთი და მომავლით.

სრულად
5,811არქეოლოგიური მასალა
18ლიტერატურა
6პროექტები
საველე სამუშაოებიდან

ბოლო სიახლეები

ყველას ნახვა
07.10.2019

სამშვილდე 2019. პროექტის განვითარება

საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია გეგმიურად აგრძელებს არქეოლოგიური კვლევებს სამშვილდის ნაქალაქარზე. მიმ...

სრულად
03.02.2019

Yococu-2019. ,,მწვანე კონსერვაცია და მწვანე მენეჯმენტი კულტურული მემკვიდრეობისათვის''

Yococu-2019-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20-24 მაისს სამშვილდის სამეცნიერო ბაზა უმასპინძლებს ვორქშოპს ,,მწვანე კონსერვაცია და მწვა...

სრულად
26.12.2018

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია

სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 26 დეკემებერს, საქართველოს უნივერსიტეტ...

სრულად
კვლევა

კვლევითი პროექტები

ყველას ნახვა

კერამიკული ნაწარმის რესტავრაცია

სრულად

ნუმიზმატიკური კვლევები

სრულად

არქეოლოგიური მასალის ინვენტარიზაცია

სრულად
გამოგვყევით

ექსპედიციის ცხოვრება Facebook-ზე

პარტნიორები